ნორვეგიის მთავრობა 2023 წლის განახლებულ ბიუჯეტში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ხელმისაწვდომ თანხებს გაზრდის.
უკრაინული მედია the Local-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის შესწორებული ბიუჯეტი სრულად მაისში გამოქვეყნდება.
ამასთან, ლტოლვილებისთვის ნორვეგიული ენის სწავლების მიზნით, 2024 წლის ბოლომდე 459 მილიონი კრონი (38 მილიონ ევროზე მეტი) გამოიყოფა.
ნორვეგიამ შესაძლოა, 43 000-მდე ლტოლვილი განათავსოს.
ამიტომ, მთავრობა დაფინანსენის ზრდის ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტებს თხოვნით, რომ 2023 წელს სულ 35 000 ლტოლვილი დაასახლონ. მაგრამ ბოლო პროგნოზები, რაც ჩვენ ვნახეთ, აჩვენებს, რომ შეიძლება, რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს“, - განაცხადა შრომისა მინისტრმა მარტე მიოს პერსენმა.
კონკრეტულად, რა თანხები გამოიყოფა ნორვეგიის მთავრობის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის.
ცნობისათვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.