უკრაინამ კიდევ 80 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 80 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაუბრუნა.

უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად ხდება.

ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაყვანა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.