საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე – „კავშირის მდგომარეობა 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებს უფრო ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ.
"ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება. ჩინეთს აქვს ფუნდამენტური როლი სამშვიდობო თამაშში, არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს უზარმაზარი გავლენა რუსეთზე.
ჩინეთი სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა ბორელმა.