ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა - მედია

ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა, შეიქმნა საგუშაგოები. ამის შესახებ ბელორუსული გაზეთი Zerkalo სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. წერს Ukrinform-ი.

მისივე თანახმად, დროებითი კონტროლი ექვსი მიმართულებით, მხოლოდ რუსეთიდან შემომსვლელებზე მოქმედებს.

სასაზღვრო კონტროლის დაწესება ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურმაც დაადასტურა. უწყება განმარტავს, რომ კონტროლი „რუსეთთან ვიზების ორმხრივი აღიარების შესახებ" შეთანხმების ფარგლებში დაწესდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სასაზღვრო კონტროლი.