აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელშიც ჰელსინკის კომისიის წევრები არიან, ბუჩას ეწვია.
დელეგაციის ხელმძღვანელმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა, კომისიის წევრმა სტივენ კოენმა და აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას.
მაიკლ კარპენტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვისაუბროთ ტრაგედიის ადამიანურ განზომილებაზე: „რათა ჩვენმა კოლეგებმა მთელი მსოფლიოდან გაიგონ, რა დევს სასწორზე.
"ეს არის თავისუფლება, არამხოლოდ პრინციპები. ეს არის ღირსება... რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ძალიან ემოციურია“, - ამბობს კარპენტერი.