14000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა (მათ შორის 21 ქალი) უკვე გაიარა წვრთნა დიდ ბრიტანეთში და ახლა 2000-ზე მეტი გადის სწავლებას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკა დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფება.
„მე და უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესთან ერთად, წვრთნების მიმდინარეობას გავეცანით“, - წერს ზელენსკა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებს სჭირდებათ ყველა შესაძლო მსოფლიო გამოცდილება, რადგან ყოველი დამატებითი ცოდნა, ყველა უნარი, შენარჩუნებულ სიცოცხლეს და გამარჯვებას ნიშნავს.