„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, 2008 წლის ომის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დენიელ ფრიდი ვლადიმერ პუტინის აგრესიული საგარეო კურსის ნიშნებზე წერს.
„ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ დარწმუნებული იყო პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შემდეგ და პუტინის მუქარის შემდეგ NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ყირიმის რუსეთად აღიარებაზე",- წერს დენიელ ფრიდი Twitter-ზე, სადაც აზიარებს მისი გოლეგის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემდეგ პოსტს: „ათი წლის წინ, რამდენიმე ექსპერტი თუ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი გახდებოდა ისეთი რეპრესიული შიდა და ისეთი აგრესიული გარეგნულად, როგორც გახდა. ან რომ რუსეთი აწარმოებდა ასეთ ფართომასშტაბურ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში".