უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, გაავრცელოს ნარატივი, რომ რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესო, უნიკალურია და მას ანაოლიგი არ აქვს, რაც რეზნიკოვის შეფასებით, დიდი სიცრუეა.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალმა მძლავრმა იარაღმა Patriot-მა, რუსმა სამხედრო დამნაშავეების მიერ ჩვენს ქვეყანაში გასროლილი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა Kh-47 ჩამოაგდო. ადრე ასეთი სამიზნეების განადგურების საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით შეუძლებელი ხდება შესაძლებელი! წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.