უკრაინული მხარე 2023 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი მომავალი ღონისძიებებისთვის, კერძოდ კიევში სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„ჩვენ უნდა გავხადოთ ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი, როგორც ჩვენი მეომრებისთვის იარაღის მიწოდების, ასევე, უკრაინის გადაწყვეტილებების კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გადაწყვეტილებების შემუშავება მიმდინარეობს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით კიევში სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებს. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება მეტის გაკეთებაში მშვიდობის აღსადგენად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე ასევე საფუძვლიანად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ნაბიჯებზე.
„ჩვენ მათ ველით უახლოეს მომავალში - ზუსტად ის, რაც საჭიროა ჩვენი ძალებისთვის ფრონტზე, ჩვენი ცის დასაცავად, ტერორისტების წინააღმდეგ სამართლიანობისთვის და მთელი უკრაინის მიწაზე მშვიდობის უფრო სწრაფად აღდგენისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.