უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილის განახლებაში განაცხადა, რომ რუსეთმა 8 მაისს, გამთენიისას, ირანული წარმოების შაჰედ-136/131 თვითმფრინავი გაუშვა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო.

„ღამით, მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, - აცხადებს საჰაერო ძალები.


კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ავტომობილები და შენობები დაზიანდა.

ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსებმა ოდესის ოლქს Tu-22m3 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს. რაკეტები თარხანკუტის ტერიტორიიდან (ოკუპირებული ყირიმი) გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

ირანული წარმოების კამიკაძე-დრონების ჩამოგდების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადეს.