აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა „მთავარი არხის“ ცნობით.
მისივე თანახმად, უკრაინის დროშა პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს" წევრმა, ვასილ გოგალაძემ ჩამოხია.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.