კრემლის განცხადებით, პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე 8 სახელმწიფო მეთაურს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეთაურებს მიულოცა.

კრემლის თანახმად, პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს საქართველოსა და მოლდოვის ხალხს.

ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები უკრაინა.