საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით, თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით, გერმანიაში ჩავა.
მაკრონის ვიზიტი 2-დან 4 ივლისამდე შედგება.
შტაინმაიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 23 წლის განმავლობაში.
„ეს განსაკუთრებული მოვლენა ორი ქვეყნის ათწლეულების მეგობრობის ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.