ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.
ბორელმა მუწოდა ირანს, „შეწყვიტოს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერა და ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია“.
ბორელის Twitter პოსტის თანახმად, „ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანთან საუბრისას, მან მკაცრად დაგმო შვედეთ-ირანის მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯა.
შვედეთმა ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის გამო პროტესტის გამოხატვის ნიშნად ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჰაბიბ ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს.