ირანში ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი კაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის. 

ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა.

„იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის არამხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედებაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა.

„ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ირანში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.