Google-მა განაახლა სატელიტური სურათები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას ასახავს.
Politico-მ შეაგროვა სატელიტური სურათები უკრაინის რამდენიმე ადგილიდან, რათა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა ისინი რუსეთის შემოჭრამდე და შემდეგ.


ფოტოებზე ნაჩვენებია კიევის რეგიონის ნგრევა: კიევის მახლობლად ბრძოლების შედეგები, განადგურებული აეროდრომი ჰოსტომელში, დანგრეული ხიდი ირპინში და კაშხალი სოფელ კოზაროვიჩში. გარდა ამისა, სატელიტურმა კამერებმა დააფიქსირეს ბახმუტი და მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც განადგურებულია რუსული ბომბებით.