ევროკავშირი აპირებს, პორტები ჩაკეტოს გემებისთვის, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადააქვთ. ხსენებული შეზღუდვა ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სასანქციო მე-11 პაკეტისა, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია.
Bloomberg-ის ცნობით, „ევროკავშირმა „თაღლითური სქემების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაინახა.
2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება აკრძალა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლის მიზნით, ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანა დაიწყო.