უკრაინელების 82% ამბობს, რომ პუტინი ახალი ჰიტლერია - კვლევა

დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 67%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთთან ომი შეიძლება,  მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ დასრულდეს.

ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან კომპრომისი მიუღებელია, გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ შესაძლებელია გარკვეული კომპრომისები.

ამავე გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ამბობს, რომ არ არსებობს განსხვავება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს შორის. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ „ალბათ ეთანხმება“ ამ განცხადებას.


უკრაინის ორი ყველაზე პოპულარული ადამიანი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნია. გარდა ამისა, უკრაინელების 40% ფიქრობს, რომ მოსკოვის მიერ კონტროლირებადი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დაეხმარა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. 26% ამბობს, რომ „ალბათ ეთანხმება“ ამ მოსაზრებას.