რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი ახალი სამხედრო დახმარება

CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გამოცხადებას გეგმავს.

მისივე თანახმად, პაკეტი მოცავს დრონებს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე, სხვა შესაძლებლობებს.

დახმარების პაკეტი უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში, მწარმოებლებისგან მიეწოდება და არა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.


4 მაისს, პენტაგონმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. 

პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს.

უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.