უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა 9 მაისს ქალაქებში აღლუმების დროს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს.
„პროვოკაციები და ტყუილი ტირანებისა და აგრესორების მარადიული იარაღია. ჩვენ ვიბრძვით ბრძოლის ველზე. ისინი ბომბავენ სამშობიარო სახლებს და მატარებლის სადგურებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იკრიბება. “-აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.
„რუსეთის „გამარჯვების წრე“ გამუდმებით ითხოვს ახალ მასშტაბურ მსხვერპლს და დანაშაულს საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ბევრი ქალაქი გეგმავს აღლუმებს 9 მაისს, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობით. შესაძლოა, რუსეთი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს. მათ არაერთხელ დახოცეს საკუთარი ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნავენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.