9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN

მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. CNN-ის ცნობით, ასევე წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. მისივე თანახმად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში გაუქმდა გამარჯვების დღის აღნიშვნა, არასაკმარისი სამხედრო იარაღის გამო.

„თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, წლევანდელ აღლუმში 10 000-ზე მეტი ადამიანი და 125 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი, აღჭურვილობა მიიღებდა მონაწილეობას. გასულ წელს, სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხედრო აღლუმში 11000 ადამიანი და 131 ტიპის იყო ჩართული. ამასთან, მოეწყო ავიაშოუ 77 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩართილობით, მაგრამ მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, სამშაბათს მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერს CNN.

თავის მოკლე მიმართვაში პუტინმა შეაქო რუსული ჯარები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" და თქვა, რომ ქვეყანა "ამაყობს" ყველა იმით, ვინც ფრონტზე იბრძვის.

„შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი, არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა“, - წერს CNN.

აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა.


ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს, აღლუმში მონაწილეობდა 131 საბრძოლო მანქანა. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ომამდელ წელთან შედარებით, ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.