ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მოსახლეობას საბჭოთა სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა, შემდეგ კი, ეს ფოტო შეცვალა.
საუბარია რაიხსტაგის თავზე აღმართული საბჭოთა დროშის ფოტოზე, რომელიც პარლამენტმა 9 მაისის მისალოცად გამოიყენა.
პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ცნობისთვის, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან აკრძალულია.
დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.