კიევი 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ღონისძიების მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაამართლა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევა
უკრაინის საგარეო უწყების განცხადება სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში ჩასვლასა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ეხება.
„მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: 9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN