გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით. ოლაფ შოლცის განცხადებით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“.
მისივე თანახმად, გეოპოლიტიკური ევროპა ასევე იზომება იმით, ასრულებს თუ არა დაპირებებს მისი უშუალო მეზობლების წინაშე.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვუთხარით: თქვენ ჩვენ გეკუთვნით. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, - აღნიშნა შოლცმა.
ევროპის პოლიტიკის შესახებ საკვანძო სიტყვაში კანცლერი (SPD) კიდევ ერთხელ გამოვიდა ევროკავშირის რეფორმირების მოწოდებით.
„თქვენ გჭირდებათ გეოპოლიტიკური, გაფართოებული, რეფორმირებული და მომავალზე ორიენტირებული ევროკავშირი“, - განაცხადა შოლცმა.