აშშ-მ უკრაინისთვის $1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

პენტაგონის თანახმად, პაკეტი მიზნად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობები მიეწოდოს,” - წერია განცხადებაში.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა; დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება; და წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება.