თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები, სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

  • თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო სტამბოლში შეხვედრისას, მარცვლეულის შეთანხმებას განიხილავენ.
  • მხარეები 10-11 მაისს ისაუბრებენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება.

10-11 მაისს, სტამბოლში, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, განაცხადა სამშაბათს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. იტყობინება Anadolu.

მოლაპარაკებების დროს, მხარეების მიერ განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივება, ასევე, დეტალური და უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შემუშავება სავაჭრო გემებისა და მათი ეკიპაჟების დაბრუნებისთვის, რომლებიც კონფლიქტური პირობების გამო უკრაინის პორტებში არიან გაჩერებულნი, განაცხადა სამინისტრომ.

თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გულისხმობს. ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.

სტამბულში, სამი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს გადაზიდვებს.