ზელენსკი: სამართლიანი მშვიდობის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია

„მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეძლებენ უკრაინელები აღადგინონ სამართლიანი მშვიდობა ევროპის ჩვენი ნაწილისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა ევროპის ჩვენი ნაწილისთვის, უკრაინისთვის. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ამჟამინდელი აგრესორი წააგებს, ისევე როგორც აგრესორი, რომელმაც წააგო 78 წლის წინ, სანამ რუსული რევანშიზმი ჩვენი მეომრების სიმამაცითა და თავისუფალი სამყაროს ერთობლივი ძალით დაიმსხვრევა“, - განაცხადა ზელენსკიმ.