საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ნათქვამია კანადის ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის კრისტია ფრილანდის ოფისის მიერ პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
„ვიცე-პრემიერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გააგრძელონ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაზე, მათ შორის შემდგომი სანქციების და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის აღდგენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
იცე-პრემიერმა ფრილანდიმ მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერ ბლაშჩაკს პოლონეთის ლიდერობისთვის და უკრაინისადმი მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.
„მხარეებმა გაიმეორეს მათი მტკიცე ვალდებულება, გააგრძელონ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა გამარჯვებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.