უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში იქნება პრიორიტეტული საკითხი G7-ის სამიტის დღის წესრიგში, რომელიც 19 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დაიწყება.
ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომელიც შეხვედრას უხელმძღვანელებს, იუწყება NHK.
შეხვედრები მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის უკრაინას, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას და ბირთვულ განიარაღებას.
ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ დამატებით თემებს, როგორიცაა, გლობალური ეკონომიკა და ფინანსები კოროვირუსული პანდემიის შემდეგ, კლიმატის ცვლილება და დიგიტალიზაციის ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების დანერგვა განიხილება მთავარ გამოწვევად.
ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა ორშაბათს, 8 მაისს, მას სურს სამიტი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს G7-ის ურყევი სოლიდარობა უკრაინისადმი. მისივე თქმით, ლიდერები განიხილავენ გამოწვევებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ აზიაში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.