მოსკოვში აქტივისტი უკრაინის დროშის ტარების გამო დააკავეს - მედია

მოსკოვში პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა აქტივისტს, რომელიც უკრაინის დროშით გამოვიდა Тверская-ს მეტროსთან, იტყობინება ადამიანის უფლებათა პროექტი OVD-Info.

დაკავებული ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალა გამოიყენეს.

ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ.

ბრალდებულის თქმით, განყოფილებაში სულ მცირე სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ტანსაცმელზე ყვითელი და ლურჯი ფერების გამო დააკავეს.