მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, 9 მაისს, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.
„ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერდა CNN.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თანახმად, მიუხედავად უკრაინაში დიდი დანაკარგისა, რუსეთს აღლუმზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა შიდა კრიტიკა იმის შესახებ, რომ ტექნიკა აღლუმზე იმყოფებოდა და არა ბრძოლის ველზე.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები. დაზვერვისვე თანახმად, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მონაწილეობდა მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა.
მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.