პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან.

სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს 90-დღემდე ვადით შეეძლებათ  რუსეთში უვიზოდ ჩასვლა.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.