საფრანგეთმა Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტის, არმან სოლდინის სიკვდილის შემდეგ, პოტენციურ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო, იტყობინება Reuters 10 მაისს, საფრანგეთის პროკურორებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტი, არმან სოლდინი უკრაინაში, ჩასივ იარზე რუსეთის ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა.
AFP-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა.
უკრაინაში, AFP-ის ჟურნალისტი 9 მაისს დაიღუპა.