უკრაინა პარტნიორებისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა პარტნიორებისგან თავდაცვის ახალი პაკეტის მიღებაზე აქტიურად მუშობს. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი საერთაშორისო ბლოკი ძალიან აქტიურია და უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტების მიმართულებით, პარტნიორებთან დეტალურად მუშაობს, ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო დონეზეა. მეტი დაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისთვის და ადგილზე გადაადგილებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ ზელენსკიმ.


მისივე თქმით, ხსენებულ საკითხებზე შეხვედრა ოთხშაბათს გამართა.

„ერთი წუთითაც არ გვავიწყდება, რომ ოკუპანტის ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღე არის ცდუნება მათთვის, იფიქრონ, რომ რაღაც გამოუვათ... მათ არაფერი გამოუვათ! ჩვენ უნდა დავაბრუნოთ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ მიწაზე - ჩვენ ამას გავაკეთებთ! ტირანია ვერსად გაბატონდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.