უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას არ აპირებს.
„არავის შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით. რატომ უნდა მისცეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ პუტინს თავისი ტერიტორია? ახლა რაც გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ამდენად უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-ის ცნობით.