საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ჟურნალისტის შეკითხვ შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს.
„საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ-ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.