მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა რესპუბლიკაში სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია „მირის“ საქმიანობის შესახებ შეთანხმების დენონსაციას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა. შეთანხმებიდან გასვლის ინიციატორი პირადად პრეზიდენტი მაია სანდუ იყო.
„გადაწყვეტილების პროექტი სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ შექმნისა და ფუნქციონირების თაობაზე რამდენიმე შეთანხმების დენონსაციის შესახებ, 101-დან, 56 დეპუტატის ხმით დამტკიცდა“, - განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ.
დენონსაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.