მილანში ძლიერი აფეთქება მოხდა

მილანის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აფეთქების შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა.

იტალიური საინფორმაციო არხის Sky TG24-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული.

იტალიური საინფორმაციო გამოცემის La Repubblica-ს ცნობით, აფეთქება გაჩერებულ ფურგონთან მოხდა, რომელსაც ჟანგბადის ბოთლები გადაჰქონდა.

ფურგონი ქუჩის კუთხეში იყო გაჩერებული და ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რის შედეგადაც ხუთი მანქანა დაიწვა.