პოლონური გამოცემა RMF FM საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთი უკრაინის ომში გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს.
მისივე თანახმად, პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის მიმართ გამოძიება დაიწყო - მას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში შრიოდერის როლი აინტერესებს.
გამოძიებას პოლონეთის ეროვნული პროკურატურის მაზოვიეცის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის განყოფილება აწარმოებს.
„გამოძიების მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, გერმანელ პოლიტიკოსს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი თანამდებობები შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა”, - წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე წერს, რომ გამოძიება გაარკვევს, რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის მიერ „შეჭრის მომზადებაში, რადგან მისი დაწყების მიუხედავად, შრიოდერი კრემლისგან არ დისტანცირდა და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში თანამდებობების დაკავება გააგრძელა.