რუსეთში, ნორილსკში 3 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძრის ფართობი 1,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო, თუმცა მალევე გაორმაგდა.
ხანძრის ლიკვიდაციას 40-ზე მეტი ადამიანი და 12 ტექნიკა ცდილობს.
გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. რეგიონის გუბერნატორმა და ხელისუფლებამ ფედერალური დახმარება მოითხოვეს.