იაპონიის ფინანსთა მინისტრმა 11 მაისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც ლტოლვილები მიიღეს. იტყობინება CNN.
აპრილის შუა რიცხვებში იაპონიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გრანტის გამოყოფის შესახებ. ეკონომიკური აღდგენის პროგრამის ფარგლებში, სახსრები ძირითადად გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების, განაღმვის და სხვა ინიციატივების მხარდასაჭერად.
მთლიანობაში, იაპონია გეგმავს, რომ წლის განმავლობაში, 600 მილიონ დოლარზე მეტი გაიღოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.