აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ.
პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.