აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.
გაზის ექსპორტი იანვარ-აპრილში 10,5%-ით გაიზარდა. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
„ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.