უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებაზე.
„ამინდის პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია ციკლონი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან უკრაინისკენ გადაადგილდება და თან შტორმები მოაქვს“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
ბრიტანეთმა უკრაინას შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები გადასცა.