„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს უნდა გავაკეთოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ არამხოლოდ ომში ყოველდღიურ ბრძოლაში, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„და რუსეთმა უნდა გაიგოს - პუტინმა უნდა გაიგოს - ჩვენ არ დავეცემით. ნუ ელოდებით, რომ დავიღლებით. ჩვენ არ დავიღლებით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომელსაც ასევე მიესალმებიან სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც.