უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ომის დასრულება ზამთრამდე სურს.
„ზოგადი გეგმა გვაქვს - ყველა ჩვენი ტერიტორია გავათავისუფლოთ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს დაგვესხნენ. ერთადერთი საკითხი დროა. ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული ერთი თუ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდება.
დროით არ შევიზღუდებით, იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც საჭიროა. ვიღაცისთვის ეს ერთი-ორი დღეა, ვიღაცისთვის კვირა ან თვე. მთავარია შედეგი. ჩვენი ტერიტორიები უნდა გავათავისუფლოთ. ქმედებები საჭირო დროს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დაიწყება. არც ადრე და არც გვიან, არამედ დროში ზუსტად”, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.