ბელგია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 92 მილიონ ევროს უკრაინას გადასცემს. ამ სახსრების წყაროს წარმოადგენს გაყინული რუსული ფინანსური აქტივებიდან ბელგიის საგადასახადო შემოსავლები.
უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს.
ფინანსური დახმარების ჯამური მოცულობა 92 მილიონ ევროს შეადგენს.
46 მილიონი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. ეს მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს. მეორე ნახევარი კი, მოხმარდება უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას. 24 მილიონი ევრო გაეროსთან კოორდინირებულად დაიხარჯება ჰუმანიტარულ დახმარებაზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე დიდ ქალაქებსა თუ საომარ ზონებში.