„ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
- საკუთარ ფიქრებში ოკუპანტებმა ეს ომი უკვე წააგეს.
„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები მოვისმინე. რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მეტი იარაღის გადაცემა მზადდება.
„თქვენთვის, მეომრებო, კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი შესაძლებლობების გადაცემისთვის ვემზადებით, რათა აგრესორი დავძლიოთ და მშვიდობა აღვადგინოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.