2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა - გაერო

2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა და 58 ქვეყანაში 258 მილიონ ადამიანს მიაღწია.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამის მთავარ მიზეზებს ომები, ექსტრემალური ამინდი და პანდემიის შედეგები წარმოადგენს.

"შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა შორის 35 მილიონი ბავშვია, რომელთა ასაკიც 5 წელს არ აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.