ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა,  სადაც გერმანელ ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს. 

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მისი ვიზიტის დროს გერმანიის ხელისუფლება გამოაცხადებს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 2, 7 მილიარდ ევროს შეადგენს.

ზელენსკის კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ.

კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს 1950 წლიდან გადაეცემათ.